თეგი: „ერთი სარტყელი - ერთი გზა“

La Republica: იტალია ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას აპირებს

გამოცემა La Republica-ს ცნობით, იტალიამ გადაწყვიტა, რომ  ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ საინვესტიციო შეთანხმებიდან გავიდეს და შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმი არ განაახლოს.დოკუმეტს ვადა 2023 წლის ბოლოს ეწურება. მისივე ინფორმაციით, იტალიის მიერ ამ ინიციატივის დატოვების საკითხი 27 ივლისს, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება. კერძოდ, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოლაპარაკებებს გამართავენ და როგორც მედია იუწყება, მელონი ბაიდენისგან ელოდება წინადადებებს ალტერნატიულ პროექტებზე. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ, 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას.  

იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს

იტალია ჩინეთის „ერთი - სარტყელი და გზის ინიციატივიდან (BRI), ჩინეთთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე უნდა გამოვიდეს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა. „ჩინეთი კონკურენტია, მაგრამ ის ასევე პარტნიორია. კითხვა ახლა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ გამოვიდეთ ინიციატივიდან პეკინთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე“, - განაცხადა კროზეტომ. იტალიის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, „იტალიის მიერთება ხსენებულ ინიციატივასთან, ჯუზეპე კონტეს მთავრობის მიერ ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომაც ორმაგი ნეგატიური შედეგი გამოიწვია. „ჩვენ ექსპორტზე გავიტანეთ ბევრი ფორთოხალი ჩინეთში და სამ წელიწადში გავასამმაგეთ ჩინური ექსპორტი იტალიაში,“ - აცხადებს იტალიის თავდაცვის მინისტრი. კროზეტოს კომენტარი პირველი დადასტურებაა იმისა, რომ რომი ჩინეთის პროექტიდან გასვლას გეგმავს. იტალიის ამ გადაწყვეტილების შესახებ La Republica რამდენიმე დღის წინ წერდა. გამოცემა ასევე წერდა, რომ 27 ივლისს, თეთრ სახლში შეხვედრაზე, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სავარაუდოდ, ბაიდენისგან ელოდებოდა წინადადებებს ალტერნატიულ პროექტებზე. 2019 წელს იტალია გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთის გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროგრამას შეუერთდა. ინიციატივა მასშტაბური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომლითაც ჩინეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ერთმანეთს დაუკავშირდებიან, თუმცა იდეის კრიტიკოსები მას ჩინეთის ხელისუფლების ინსტრუმენტად მიიჩნევენ, რომლითაც პეკინი საკუთარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გავრცელებას ეცდება.  

იტალიამ ჩინეთს ოფიციალურად აცნობა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გადის - Reuters

იტალიამ ჩინეთს ოფიციალურად აცნობა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას ტოვებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი იტალიის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.  2019 წელს იტალია გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთის გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროგრამას შეუერთდა. პეკინს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია. ასევე წაიკითხეთ: იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს